ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმa ბორის ჯონსონმა, გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას ეხებოდა, განაცხადა, რომ იგი ამ იდეის წინააღმდეგია.
ჯონსონმა აღნიშნული განცხადება დაუნინგ სტრიტზე, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე არ მსურს არჩევნები, თქვენ არ გსურთ არჩევნები. მოდით შევასრულოთ ის დღის წესრიგი, რაც გათვალისწინებულია ჩვენი ეროვნული ინტერესებით", - თქვა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონმა ასევე მოუწოდა პარლამენტარებს, რომ უარი თქვან ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბრექსიტის შეფერხებას.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრექსიტის ირგვლივ არსებული კრიზისი გადასაჭრელად და პარლამენტში კონსერვატიული პარტიის პოზიციების გასამტკიცებლად, ბორის ჯონსონს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა სურდა.
ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი, რომელიც დარწმუნებულია თავისი პარტიის წარმატებაში, მხარს უჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას.