Get Ready for Brexit/მოემზადე ბრექსიტისთვის - დიდ ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაიწყო ბრექსიტის საინფორმაციო კამპანია. იტყობინება BBC-ი.
საინფორმაციო კამპანია ოფიციალურად, გუშინ, პირველ სექტემბერს დაიწყო, ამოქმედდა რა კამპანიის ვებგვერდი - gov.uk/brexit.
დღეიდან ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდება სარეკლამო ბილბორდები, ხოლო სოციალურ მედიაში სარეკლამო ბანერები. მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება სატელევიზიო კამპანიაც.
საინფორმაციო კამპანის სულისკვეთებაა, მოქალაქეებმა „გაიზიარონ პასუხისმგებლობა" და მოემზადეონ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის დღისთვის.
ნავარაუდევია, რომ საინფორმაციო კამპანიის ღირებულება 100 მლნ გირვანქა სტერლინგი იქნება.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.