პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. "ჯი-ეიჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა, რომ პრემიერი-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურაზე გადაწყვეტილება დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე უკვე მიიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
მოსალოდნელია, საკადრო ცვლილებებში სხვა მინისტრებიც მოყვნენ.
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხომა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ მსჯელობა იყო, თუმცა კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღეს, ამაზე არ საუბრობენ.
უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხვალ დილით "საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია" გახდენა ცნობილი. მისივე თქმით, განცხადებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გააკეთებს.