სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა წერს, რომ ჩამოაგდო საოკუპაციო რეჟიმის კუთვნილი დრონი, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოფრინდა.
"დღეს, რუსოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში. ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ცოტა ხანში რუსოსებმა ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი. საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ? ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?", - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ქაცარავა არ აკონკრეტებს თუ რისი საშუალებით ჩამოაგდეს დრონი.
დავით ქაცარავა ბოლო რამდენიმე თვეა, მეგობრებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან პატრულირებს.