2020 წელს ნიდერლანდების სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს.
ევროვიზიის 65-ე მუსიკალური კონკურსი 2020 წლის 12, 14 და 16 მაისს ჩატარდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროვიზიის ჩატარებაზე უარი განაცხადა ამსტერდამმა, რადგან შესაბამის თარიღებში თავისუფალი საკონცერტო ადგილი მოძიება ვერ მოხერხდა.
როგორც კონკურსის ორგანიზატორები იტყობინებიან, მსოფლიოს უდიდესი მუსიკალური კონკურსის მასპინძლობა მაასტრიხტსაც სურდა, თუმცა "ამ დაძაბულ ბრძოლაში, როტერდამმა დაჯაბნა მაასტრიხტი".
ევროვიზია 2019 ისრაელში ჩატარდა. გამარჯვება კონკურსში ნიდერლანდების წარმომადგენელმა დანკან ლოურენსმა მოიპოვა.