იტალიაში, სტრომბოლის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევამ გიგანტური მტვრის მასის გამოტყორცნა გამოიწვია.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სამხედრო თვითმფრინავებმა ლავის გადმოღვრით გაჩენილი ხანძრები მაინც ჩააქრეს.
სტრომბოლის კუნძულზე არსებული ვულკანი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. კუნძულზე გამუდმებით ხდება მცირე ცვლილებები. წინა ამოფრქვევა ერთი თვის წინ დაფიქსირდა, რომელსაც ერთი მთასვლელის სიცოცხლე ემსხვერპლა.