იაპონიაში წყალდიდობაა. ქვეყნის სამხრეთ დასავლეთ რეგიონში გადაუღებელ წვიმებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს საფრთხის მე-5 დონის (ყველაზე მაღალი) შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მოუწოდეს დატოვონ საცხოვრებელი სახლები.
„ახლა გვაქვს ისეთი მდგომარეობა, როდესაც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა იფიქროს ყველა ადამიანმა და დროებით დატოვოს საკუთარი საცხოვრებელი“,- ნათქვამია იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის პრესრელიზში.
იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუშუზე უკვე რამდენიმე კვირაა გადაუღებელ წვიმასა და ძლიერ ქარს ებრძვიან.
წინა ზაფხულს, ქვეყნის ამ რეგიონში წყალდიდობებს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 1982 წლის წვიმების შემდეგ ყველაზე დიდია.