დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს, გაერთანებული სამეფოს დედოფალს ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით მიმართოს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის მუშაობის შეჩერება,არსებითად შეამცირებს შანსებს, რომ დეპუტატებმა ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე ქვეყნის გასვლას ხელი შეუშალონ.
იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტარების არდადეგები 3 სექტემბერს სრულდება, იმისთვის, რომ რაიმე ფორმით ხელი შეუშალონ ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას შეთანხმების გარეშე, რჩებათ რამდენიმე დღე მუშაობის შეჩერებამდე და რამდენიმე დღე შეჩერების შემდეგ.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.