ხატია ბუნიათიშვილმა ავსტრიაში, ზალცბურგის ფესტივალზე სოლო კონცერტი ჩაატარა. კონცერტის დასასრულს, მუსიკის მოყვარულნი და ამადეუსის თანამოქალაქენი ფეხზემდგომნი უკრავდნენ ტაშს ქართველი სუპერვარსკვლავის თავბრუდამხვევ პერფორმანსს.
ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ამ კონცერტის შესახებ დაწერა და მსმენელს მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია ზალცბურგის ფესტივალზე სოლო კონცერტის დაკვრა და ამ არაჩვეულებრივი ფეხზემდგომი აუდიტორიის წინაშე დგომა. მადლობა ზალცბურგო, ამადეუსის მშობლიურო ქალაქო. მართალია არ ვიცით სად არის შენი საფლავი, თუმცა შენი სული მთელს ქალაქშია გაბნეული. რა უკვდავი და დიდსულოვანი საჩუქარი იქნებოდა...“,- წერს ბუნიათიშვილი „ფეისბუქში“.