ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის როლს ითამაშებს. ინფორმაციას Hollywood Reporter-ი ავრცელებს.
ფილმი, რომლის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ერთობლივი პროდუქტია. ფილმში ასახული იქნება 1968 წლის მოვლენები, როდესაც სსრკ-ის იმდროინდელი ლიდერის ლეონიდ ბრეჟნევის განკარგულებით საბჭოთა ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა.
ფილმის ბიუჯეთი დაახლოებით 11 მლნ დოლარი იქნება და მაყურებელი მის ნახვას 2021 წელს შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჟერარ დეპარდიე რამდენიმე წლის წინ ფრანგულ საგადასახადო კანონმდებლობას გამოექცა, გადასახადების არიდების მიზნით თავი მოსკოვს შეაფარა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.