2019 წლის ფრანკფურტის ავტოშოუს დაწყებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაა დარჩენილი. Carmagazine-ის ინფორმაციით, ფრანკფურტში წელს ვერ ვიხილავთ „პეჟოს“, „რენოსა“ და „ნისანის“ მარკის უახლეს მოდელებს. სამივე ავტომწარმოებლის არჩევანი, ახალი მოდელის წარდგენასთან დაკავშირებით, ფრანკფურტის ავტოშოუს ნაცვლად, „ბისპოკის“ ღონისძიებაზე შეჩერდა.
ფრანკფურტში წელს ვიხილავთ Land Rover Defender 4X4-სა და „პორშეს“ პირველ ელექტრომობილ Taycan-ს, აგრეთვე “ფოლკსვაგენის” საკულტო ავტომობილს, რომელიც “გოლფისა” და “ბიტლის” მეინსტრიმული მანქანების ინსპირაციით შეიქმნა.
ფრანკფურტის ავტოშოუ 2019 წლის 12-დან 22 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილე რამდენიმე ბრენდი და ზოგიერთის კონცეპტი უკვე ცნობილია.
აუდი
RS6
A1
ბე-ემ-ვე
X6
კუპრა
ელექტრომობილი
ჰონდა
ელექტრომობილი
პორშე
Taycan
ჰიუნდაი
i10
i30
ლენდროვერი
Defender 4X4
მინი
ელექტრომობილი
ლამბორჯინი
ახალი სუპერმანქანა