ინდონეზია ახალი დედაქალაქის მშენებლობას იწყებს.
ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოტოს განცხადებით, ხელისუფლება გეგმავს, მჭიდროდ დასახლებული და გადატვირთული ჯაკარტიდან დედაქალაქი ბორნეოს კუნძულზე გადაიტანოს. ინფორმაციას ავრცელებს Deutsche Welle.
ახალი დედაქალაქი ბორნეოს კუნძულის აღმოსავლეთით, კალიმანტანის პროვინციაში გაშენდება, ქალაქ სამარინდასა და საპორტო ქალაქ ბალიკპაპანს შორის.
"ეს არის სტრატეგიული ადგილმდებარეობა ინდონეზიის ცენტრში, მზარდი ურბანული ზონის მახლობლად", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით ახალი დედაქალაქის მშენებლობა 33 მლრდ დოლარი დაჯდება და 2024 წელს დაიწყება.
პროექტის დაფინანსება სახელმწიფო სახსრებითა და კერძო ინვესტიციებით მოხდება.
ჯაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია. იგი ინდონეზიის მთავარი საპორტო ქალაქი და კომერციული ცენტრია.
2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 10 187 595 ადამიანი.
