ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) ინდოეთის მთვარის მისია Chandrayaan-2-ის მიერ გადაღებული მთვარის პირველი ფოტო გაავრცელა.
ინდური კოსმოსური ხომალდი მთვარის ორბიტაში 20 აგვისტოს შევიდა. მისია წარმატებით მიმდინარეობს.
ISRO-ს ინფორმაციით, მთვარის ფოტო მისი ზედაპირიდან 2650 კილომეტის მანძილიდან არის გადაღებული.
სავარაუდოდ, ინდური კოსმოსური ხომალდი მთვარეზე 7 სექტემბერს დაეშვება. წარმატებული მისიის შემთხვევაში ინდოეთი იქნება მეოთხე ქვეყანა (აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ), რომელმაც შეძლო მთვარეზე ხომალდის დაშვება.