25 სექტემბერს ვისოლმა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა #12-ში, ოთხმოცდამესამე ავტოგასამართი სადგური გასხნა. ავტოგასამართ სადგურზე ვისოლი მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანს და დამატებით მომსახურებებს სთავაზობს. სხვა პროდუქტებთან ერთად ახალ ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება. სუპერმარკეტი, კაფე და ავტოტექმომსახურების ობიექტები მომხმარებელს მომსახურების სრულ კომფორტს შეუქმნის.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 20-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი სადგურის ოპერატორებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა. ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.
ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. დღესდღეობით კომპანიის 13 ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს შავიზღვისპირებთში. წლის ბოლომდე ვისოლის ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.