დღეს, 12 ნოემბერს, სასტუმროში "რედისონში", 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება საქართველო-ბელორუსიის ბიზნეს-ფორუმი.
ბელორუს ბიზნესმენთა დელეგაციას ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვასილი რომანოვი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბიზნესმენები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის
ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლების, ციტრუსის, ხურმის, ბროწეულის, ჩაის, ჯემების, თხილის, ქიშმიშის, წვენების კონცენტრატების იმპორტიორი კომპანიები, ასევე წყლის ტუმბოების, სამედიცინო აღჭურვილობის, პროფესიონალური სარეცხი ფხვნილების და სადეზინფექციო საშუალებების, ტრანსფორმატორების და ელექტრო-გამანაწილებელი მოწყობილობების, გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების, საბურავების, ავეჯის დასამზადებელი აღჭურვილობების და საკვები პროდუქტების ექსპორტიორები.
ბიზნესფორუმზე მისასალმებელი სიტყვის შემდგომ გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ბელორუს ბიზნესმენებს შორის.
მასალის გამოყენების პირობები