იაპონიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძლიერი სიცხის გამო 57 ადამიანი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში კი 18 347 ადამიანია მოთავსებული. მონაცემები საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტომ გამოაქვეყნა.
დაზარალებულების უმეტესობას მძიმე დაავადებები აწუხებს. ყველაზე მეტი დაშავებული ტოკიოს საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დღეს დილით ტოკიოში თერმომეტრი 32,5 გრადუსს აფიქსირებდა.
იაპონიის დედაქალაქსა და მის შემოგარენში რკინიგზის რამდენიმე ხაზზე ელექტრომომარაგება გამოირთო. ელეტქრომომარგების გათიშვის გამო, ერთ-ერთ მატარებელში, სადაც კონდიციონერები არ მუშაობდა, მგზავრები შეუძლოდ გახდნენ, რომელთა უმეტესობის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.