ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში რამდენიმე მანქანის ერთმანეთთან შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
მთავრობას ინციდენტი ტერორისტულ თავდასხმად არ გამოუცხადებია.
შეჯახების შედეგად რამდენიმე მანქანა აფეთქდა, რასაც 20-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პოლიციის განმარტებით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობის საწინააღმდეგოდ გადაადგილდებოდა, რა დროსაც სამ მანქანას შეეჯახა. შეჯახებას მოჰყვა რამდენიმე ავტომობილის აფეთქება, რამაც მიმდებარე ნაგებობა, მათ შორის, საავადმყოფოს შენობაც დააზიანა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც მიმდებარე შენობებიდან ადამიანთა ევაკუაციასა და ცეცხლმოკიდებულ მანქანებს ასახავს.
შემთხვევა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის შენობასთან მოხდა. პოლიციამ ევაკუირებული პაციენტები უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანა. მიმდინარეობს გამოძიება.