ახალი ზელანდიის მთავრობამ 20 კვირამდე ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი წარადგინა. ამის შესახებ ავსტრალიური ABC-ი წერს.
1977 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნაყოფის სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტა არალეგალურია, თუმცა მთავრობის ინიციატივით, ქალებს ორსულობის მე-20 კვირამდე შეეძლებათ გადაწყვიტონ, მზად არიან თუ არა დედობისთვის.
ორსულობის 20 კვირის შემდეგ, მხოლოდ ექიმის დასკვნის საფუძველზე გახდება შესაძლებელი აბორტის გაკეთება. აბორტი იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ მუცლად მყოფი ნაყოფი, ქალის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
ახალი ზელანდიის მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მხარდაჭერას მარტივად მოიპოვებს.