ბრაზილიაში, პარას შტატში, ალტამირას ციხეში მსჯავრდებულებმა ამბოხი მოაწყვეს. დაღუპულია 57 ადამიანი.
ბრაზილიის ხელისუფლებამ ალტამირაში სამხედრო ქვედანაყოფები და პოლიციის სპეცრაზმი გადაისროლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ციხეში უწესრიგობები კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად დაიწყო.
მსჯავრდებულები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ, 16 ადამიანს თავი მოკვეთეს, დანარჩენები ციხეში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ. ამბოხებულებმა ტყვედ ორი ზედამხედველიც აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ამ მომენტისთვის ხელისუფლებამ ციხეში წესრიგის აღდგენა მოახერხა. ჩამქრალია ხანძარიც. დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწვენ, ამბოხებულებს, სავარაუდოდ, სხვა ციხეებში გადაიყვანენ.