ჩილეში 40 000 ლიტრი დიზელის საწვავი პატაგონიის არეალში, წყნარ ოკეანეში ჩაიღვარა. ინფორმაცია ჩილეს საზღვაო ძალებმა დაადასტურეს.
შემთხვევა სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ჩილე-არგენტინის საზღვაო საზღვართან მოხდა.
ჩილეს საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია CAP-დან გუარელოს კუნძულებთან 40000 ლიტრი დიზელის საწვავის ოკეანეში ჩაღვრის შესახებ შეტყობინება მიიღეს.
ეს ტერიტორია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელშეუხებელ რეგიონად ითვლება, რომელიც ცნობილია თავისი ბიომრავალფეროვნებით.
ჩილეს საზღვაო ძალებმა, შემთხვევის ადგილზე, გამოძიებისა და ზარალის დასათვლელად რამდენიმე ეკიპაჟი უკვე გაგზავნა.
კომპანია CAP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყურეში საწვავის ჩაღვრით გარემოს ზიანი მიადგა, თუმცა მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს დასუფთავების სამუშაოები.