მეცნიერებმა, საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ რეგიონში დინოზავრის უზარმაზარი ძვალი აღმოაჩინეს.
ძვალი 2 მეტრის სიგრძისაა და ის სავარაუდოდ ბალახისმჭამელ დინოზავრთა ჯგუფს, ზავროპოდებს განეკუთვნება. ამ სახეობის დინოზავრები გრძელი კუდითა და კისრით გამოირჩევიან.
ზავროპოდების სახეობა გვიან იურიულ ხანაში ცხოვრობდა და დედამიწაზე არებული ყველაზე დიდი ცხოველების ჯგუფს მიეკუთვნება.
“ჩვენ ვხედავთ კუნთებსა და სახსარს. ეს არის საოცარი და იშვიათი მდომარეობა, როდესაც ასეთი მასიური ნიმუში ფრაგმენტებად არ დაიმსხვრა“,- განაცხადა პარიზის ნაციონალური ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელმა რონან ალანმა Le Parisien-თან საუბარში.
ზავროპოდების სახეობის დინოზავრები 140 მილიონი წლის წინ არსებობდნენ და მათი წონა 40 დან 50 ტონამდე მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს არქეოლოგებმა 2.2 მეტრის სიგრძს ძვალს მიაკვლიეს, რომელიც 500 კილოგრამს იწონის.