ფილიპინებში, ბატანეს პროვინციაში, თანმიმდევრობით, 5.4 და 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. კატასტროფის შედეგად ცუნამი არ წარმოქმნილა.
მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ქალაქის მერის განცხადებით, შემთხვევის შედეგად სულ 60 ადამიანი დაშავდა. მათი უმეტესობა სახლებში იმყოფებოდა.
თვითმხილველების განცხადებით, რყევები დამანგეველი იყო.
„ვხედავდით შენობებს რომლებიც ირყეოდა, ინგრეოდა კედლები. დავინახეთ როგორ დაცათ დაშავებულებს ნანგრევები. ზოგიერთი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ ეძინათ და ვიდრე გონს მოვიდნენ სახლები დაინგრა“,- განაცხადეს თვითმხილველებმა.
ფილიპინები წყნარი ოკიანის „ცეცხლოვანი რაკალის“ ზონაში მდებარეობს, რომელიც მთელს მსოფლიოში ყველაზე სეისმოაქტიურ წერტილად მიიჩნევა.