საქართველოში ქალაქ ამბროლაურთან ახლოს, 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი ქალაქი ამბროლაურის აღმოსავლეთით 4 კილომეტრში სოფელ ზემო სხვავაში 14:50-ზე დაფიქსირდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.