საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, მედიისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა გამოძიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია გამოძიება ჩატარდეს, რათა განისაზღვროს თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ძალადობაზე დემონსტრანტების მხრიდან, ვინ არის პასუხისმგებელი ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე სამართალდამცავების მხრიდან.
“პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში 20 ივნისის საღამოს, დემონსტრანტები მშვიდობიანად მოქმედებდნენ, ასევე სამართალდამცავი ორგანოები პროფესიონალურ დონეზე აღასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას. მაგრამ, მოგვიანებით ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი მოქმედებები დაიწყო, და ზოგიერთმა სამართალდამცავმა გადამეტებული ძალით უპასუხა ამ მოქმედებებს. ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია გამოძიება შედგეს, რათა განისაზღვროს თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ძალადობაზე დემონსტრანტების მხრიდან, ვინ არის პასუხისმგებელი ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე სამართალდამცავების მხრიდან. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დაშავდა როგორც დემონსტრანტების, ისე პოლიციის მხრიდან”, - აცხადებს ელიზაბეთ რუდი.