კაილი ჯენერი, არიანა გრანდე და დუეინ ჯონსონი ინსტაგრამის ყველაზე მაღალშემოსავლიან ვარსკვლავებს შორის დასახელდნენ.
2019 წლის „ინსტაგრამის მდიდართა სია“ Hopper HQ-მ შეკრიბა, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს სოციალური გვერდების მართვისა და ფინანსური ანალიზის საშუალებას აძლევს. Hopper HQ-მ დათვალა იმ ვარსკვალების შემოსავლები, რომლებიც ინსტაგრამის თითოეული პოსტიდან დივიდენდს იღებენ.
სიის სათავეში რიგით მეორე წელია 21 წლის მულტიმილიარდელი, კოსმეტიკის მაგნატი და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაილი ჯენერია.