ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, თემთა პალატის წინაშე, მთავრობის მეთაურის რანგში პირველი სიტყვით გამოსვლისას, პირობა დადო, რომ მისი მოღვაწეობა იქნება „ახალი ოქროს ხანის“ დასაწყისი. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პარლამენტარების წინაშე ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას გუშინ შეუდგა. იმავე დღეს ჯონსონმა ახალი მთავრობა დააკომპლექტა.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მეის ამ გადაწყვეტილების ძირითად მიზეზი ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმის პარლამენტის მიერ სამჯერ ჩაგდება გახდა. მეიმ ოპოზიციურ, ლეიბორისტული პარტიისგანაც ვერ მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება, რამაც ის იძულებული გახადა თანამდებობა დაეტოვებინა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს, ნებისმიერ შემთხვევაში, დატოვებს.