"ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას.
თურნავას თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
"ყველანი ვართ თანაბარი კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის. ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. გამოძიება დაწყებულია არის ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბატონმა მამუკამ გააკეთა განაცხადი თავის პოლიტიკაში მოსვლის გეგმებთან დაკავშირებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, დღეს, გენერალურმა პროკურატურმად "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.