"არჩევნებამდე ვაპირებ შევქმნა პოლიტიკური ჯარი და თუ ის [ბიძინა ივანიშვილი] აპირებს, არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე. აი, ეს არის ჩემი გზავნილი მისდამი", - განაცხადა პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ის პოლიტიკაში მხოლოდ იმ მიზეზით დაბრუნდა, რომ რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის.
"პირადი მიზნებით, პირადი მოტივაციით, პირადი წყენით მე პოლიტიკაში არ დავბრუნდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მესროლეს 2016 წელს, რაღაცას შემპირდნენ და გადამაგდეს, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ანალოგი არ მაქვს. პოლიტიკაში დავბრუნდი ერთი მარტივი მიზეზის გამო - რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. არჩევნებამდე ვაპირებ, შევქმნა პოლიტიკური ჯარი და თუ ის აპირებს, რომ არჩევნები იმავე მეთოდით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე. აი, ეს არის ჩემი გზავნილი მისდამი", - თქვა ოქრუაშვილმა.