შემთხვევაში, ჩვენ კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა ახალმა მესაკუთრემ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.
ლომჯარია უახლოეს დღეებში „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებთან, ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც შრომითი უფლებების დაცვის, ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების შენარჩუნების საკითხებზე იმსჯელებენ.
რაც შეეხება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ბეჭდურ ვერსიას, რომელიც გასაჩივრების ვადებს ეხება, როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ამ საკითხზე მსჯელობა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე შესაბამის კვალიფიციურ პირებთან ერთად გამართა.
„რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, ზოგადად, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა გადის და ეს ამ შემთხვევაშიც ასე არის, თუმცა საქმე ეხებოდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, ანუ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგმა დამოუკიდებლად ამ საბოლოო გადაწყვეტილებისა. მან მოხსნა დროებითი ღონისძიება, რამაც მისცა შესაძლებლობა უკვე ახალ მესაკუთრეს, მოეთხოვა დაუყოვნებლივი აღსრულება. შეიძლება, ვისაუბროთ მიზანშეწონილობაზე, რა შეიძლება ყოფილიყო უმჯობესი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა ახალმა მესაკუთრემ. გადაწყვეტილების აღსრულება არის სხვა, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა დროებით ღონისძიება - გადაწყვეტილების შეჩერება.
„განმარტებისთვის ვიტყვი უბრალოდ, მე არ ვარ მხარე და ვიღაცის პოზიციებს არ ვიცავ, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა იმას, რომ დროებითი ღონისძიება, როგორც შეჩერება გადაწყვეტილების, გააუქმა სტრასბურგმა. ეს არ არის გადაწყვეტილება. ეს არის უშუალოდ ის დროებითი ღონისძიება, რომელიც მან ჩათვალა, რომ გამოხატვის თავისუფლების, ასე ვთქვათ, რისკების გამო უნდა შემოეღო, ეს გააუქმა. შესაბამისად, დადგა სამართლებრივად ისეთი საფუძველი, რომ შეეძლო მოეთხოვა უკვე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. შეიძლება, მიზანშეწონილობა სხვა არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმჯობესი იყო, საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო და გვენახა, საბოლოოდ რა პოზიცია ჰქონდა მათ შორის დიდ პალატას, თუმცა ამ ნაწილში (დროებითი ღონისძიების ნაწილში) გადაწყვეტილება ისედაც არ საჩივრდება და ის ამ ნაწილს არ შეაჩერებდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.