სამხრეთ კორეაში, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა A-50-მა დაარღვია საჰაერო საზღვრები და დოკდო/ტაკეშიმას კუნძულებზე გადაიფრინა, რომელიც სეულის მიერ ოკუპირებულია და მასზე პრეტენზიას აცხადებს იაპონია.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გაიგზავნა სამხრეთ კორეული F-15 და F-16K სახმედრო თვითმფრინავები, რომლებმაც რუსული ავიამზიდის მისამართით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს.
მას შემდეგ რაც, რამდენიმე წუთში რუსული თვითმფრინავი უკან დაბრუნდა, გამაფრთხილებელი გასროლა კიდევ ერთხელ განმეორდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და სახმრეთ კორეას შორის მსგავისი ინციდენტი პირველად მოხდა.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულ ხომალდზე სამი მფრინავი, აქედან ერთი რუსი, ხოლო ორი ჩინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, რომლებმაც სამხრეთ კორეის საჰაერო საზღვარი ნებართვის გარეშე 09:00 ადგილობრივი დროით გადაკვეთეს.