დღეს, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები ჩაატარებენ საბოლოო კენჭისყრად და გადაწყვეტენ, ვის მიანდონ ქვეყნისა და ბრიტანეთის მთავრობის მართვის სადავეები.
კენჭისყრის შედეგები, ხვალ, 23 ივლისს გახდება ცნობილი, ხოლო დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში განთავსებულ რეზიდენციას, მომავალი პრემიერ-მინისტრი ოთხშაბათს, 24 ივლისს გახდება ცნობილი.
კონსერვატიული პარტიის წევრებმა, ბრიტანული დროით 17:00 საათამდე, უნდა გააკეთონ არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის.
ბორის ჯონსონი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერია. ჯერემი ჰანტი კი მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბორის ჯონსონი თვლის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს. ჯერემი ჰანტი კი მიიჩნევს, რომ იგი მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკებებისა და საჭიროების შემთხვევაში ახალი შეთანხმების მიღწევისთვის.