ადამიანის მთვარეზე პირველად ჩასვლიდან 50 წლის აღსანიშნავად, აშშ-ის ე.წ რაკეტების ქალაქში, გინესის რეკორდის მოხსნა სცადეს. პარკში შეკრებილი ადამიანები 5000 რაკეტის ერთდროულად გაშვებას უცქერდა, რომელთაგან 4923-მა იმუშავა.
ღონისძიებას 2500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის აპოლო 15-ის ვეტერანი ასტრონავტი, ალ ვორდენი, მარშალის საჰაერო ფრენების ცენტრის დიექტორი ჯოდი ვერნერი და ამერიკული რაკეტების სულისჩამდგმელი, გერმანელი ვორნერ ვონ ბრაუნის ქალიშვილი მარგარეტ ბრაუნი.
ამერიკელი ხალხი ერთი კვირაა ქვეყნის მასშტაბით აპოლო 11-ის მისიის 50 - წლისთავს ზეიმობს, რომელმაც ისტორიაში პირველად, დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე ადამიანები ჩაიყვანა.
ფოიერვერკების გაშვების პატივი 12 წლის ლილიან დურანს ერგო, რომელმაც მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის ახლა ისტორიულ მოვლენას ესწრება.
„ჩვენ ისტორიულ მომენტს ვზეიმობთ, ფაქტს, როდესაც ადამიანი მთვარეზე დაეშვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა დურანმა.
„რაკეტების ქალაქში“ 178 მოხალისე 696 საათი დაუღალავად მუშაობდა, რათა პატივი მიეგო იმ ასტრონავტებისთვის, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოური ისტორია უკვდავჰყვეს. აღსანიშანვია, რომ 72 საათის განმავლობაში 20 მოხალისე აგებდა ხის სამაგრებს, რომელზეც რაკეტები დამონტაჟდა.
ამჟამინდელი რეკორდი 2018 წელს ერთდროულად გაშვებულ 4231 რაკეტის მოდელს ეკუთვნის, რომელიც ნიდერლანდებში, ტეილინგენის კოლეჯის მიერ მოწყობილ ევროპული საჰაერო მეცნიერების კონვენციის ფარგლებში, ზაფხულში გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ 1969 წლის 16 ივნისს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კოსმოსური პროექტის ყველაზე ამაღელვებელი მოგზაურობა დაიწყო. სამი ასტრონავტი, ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლლდრენი და მაიკლ კოლინზი დედამიწის ერთადერთი თანამგზავრისკენ გაფრინდა. მათ 1969 წლის 21 ივლისს წარმატებით განახორციელეს მთვარის ზედაპირზე დაშვება და სიამაყით ააფრიალეს ამერიკის შეერთებული შტატების დროშა.
უკვე ერთი თვეა, რაც მთვარეზე ადამიანის დაშვებიდან 50 წლისთავს ამერიკაში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავენ.