კალიფორნიის სანაპიროსთან ასობით დელფინი გამოჩნდა. ვიდეო ამერიკელმა ჩაკ პეტერსონმა გემიდან გადაიღო. დელფინების ვიდეომ, რომელიც პეტერსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ათასობით მომხმარებლის მოწონება და აღტაცება დაიმსახურა.
"ველური ზღვის ცხენები". ამ საოცარი სანახაობის მოწმე ლაგუნა ბიჩის სანაპიროსთან გავხდი. დედაბუნების სასწაულები იმედგაცრუებულებს არასდროს გვტოვებს", - წერს ჩაკ პეტერსონი "ფეისბუკზე".