ჩვენმა შვილებმა გააცნობიერეს, რომ მრავალფეროვანი საქართველო, ფერადი საქართველო, ეს არის ერთიანი საქართველო, - განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპავიო აქციაზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბრძენიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არასოდეს ყოფილა მონოეთნიკური ქვეყანა. ეს ქალაქი ყოველთვის იყო მრავალფეროვნების ასპარეზი.
„შვილებმა გვასწავლეს, რომ თანასწორობა უფრო მაგარია. წიგნებშიც ვიკითხეთ, ევროპაშიც ვიარეთ, მაგრამ გავითავისეთ მას მერე, რაც ჩვენმა შვილებმა გააცნობიერეს, რომ მრავალფეროვანი საქართველო, ფერადი საქართველო, ეს არის ერთიანი საქართველო. ერთიანობა მრავალფეროვნებაში - ესაა საქართველო. როცა ამ ტრიბუნიდან ვთქვი, რომ პრაიდი იყო მიღწევა, გარღვევა, თუნდაც სულ რაღაც 10-15 წუთიანი, ასეთი წნეხის ქვეშ, მაგრამ მას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. ვერ გამოეკიდა, აღარ გამოეკიდა. ანაფორიანი ადამიანების დიდი ნაწილი არ არის ისეთი, როგორიც აქ იდგა იმ დღეს. ჩვენს მიტინგზე იდგნენ ისინი, მე იმათ მივესალმები”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.