საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, დღეს, მედიაში გავრცელებულ IRI-ს კვლევის შედეგებს სოციალური ქსელით ეხმიანება.
"ძალიან არ მინდა,რომ აირაი (IRI) დაემსგავსოს სხვა სარეიტინგო-კვლევით ორგანიზაციებს, რომლებმაც ურცხვი,ყალბი რეიტინგების გამოცხობით უკვე ხალხს შეაძულეს თავი. ამ წუთისთვის კი ჩემი თავი მძულს იმის გამო,რომ პატრიოტთა ალიანსისა და უსუფაშვილის თანაბრად დაგვიწერეს რეიტინგი,ხოლო მთელი სამყარო აღარ მიყვარს იმის გამო,რომ ქართველ პოლიტიკოსთა რეიტინგს ლიდერობს დავით ბაქრაძე.ცოტა იფიქრეთ სანამ ასეთ სისულელეს დაჯღაბნიდეთ", - წერს ნათელაშვილი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც "რუსთავი 2"-მა მოიპოვა, რეიტინგული პოლიტიკოსების ხუთეული ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე 59%, კახა კალაძე 49%, გრიგოლ ვაშაძე 48%, დავით უსუფაშვილი 41% და შალვა ნათელაშვილიც ასევე 41%.