ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა: ქინძის ზეთს შეუძლია, შეებრძოლოს ბაქტერიების სახიფათო შტამებს. ამ სანელებელს დიდი ხანია, იყენებენ ხალხურ მედიცინაში. ითვლება, რომ მას შეუძლია, დაგვიცვას ტკივილის, კოლიკის, გულისრევის, სოკოვანი ინფექციებისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებისგან.
თუმცა ახლახან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქინძი, ასევე, აჩერებს 12 სახის ბაქტერიების ზრდას, მათ შორის არის E. Coli, სალმონელა და რეზისტენტული სტაფილოკოკი. ლაბორატორიულ ტესტებში გამოიყენებოდა ხსნარი, რომელიც შეიცავდა 1,6%-მდე ქინძის ზეთს.
`მიუხედავად ასეთი მცირე რაოდენობისა, ქინძის ზეთი მაინც იწვევს ბაქტერიების მემბრანის დაზიანებას. ის არღვევს ბარიერს, რომელიც ბაქტერიას გამოყოფს გარემოსგან, აფერხებს პროცესებს, მათ შორის სუნთქვის პროცესს. ამის შედეგად ბაქტერია იღუპება~, _ ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ფერნანდა დომინგეზი (ბეირა ინტერიორის უნივერსიტეტი).
თუმცა ის ვერ მოერია Bacillus cereus -ს, რომელიც იწვევს კვებით ტოქსიკოინფექციებს ადამიანებში (მიმდინარეობს დიარეითა და პირღებინებით) და Enterococcus faecalis -ს, რომელიც ხშირად არის საშარდე გზების, მცირე მენჯის ღრუს ინფექციების, ასევე ჭრილობების დაინფიცირების მიზეზი.