ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ აშშ-ის ელჩის პოსტი საკუთარ შვილს შესთავაზა. 35 წლის ედუარდო ბოლსონარუ ამჟამად ბრაზილიელი კონგრესმენია, რომელსაც აშშ-ის ელჩის პოზიციის დაკავებისთვის თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს.
ედუარდო ბოლსონარუ საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მამის, პრეზიდენტის, მრჩეველია.
ედუარდო ბოლსონარუს ამ პოსტზე დასახელება ბრაზილიაში არავის გაჰკვირვებია, რადგან მას ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრად მიიჩნევენ. მედიის ცნობით, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ედურადოს მამაზე დიდი გავლენა აქვს და მისი კანდიდატურის დაყენება აშშ-ის ელჩის პოსტზე სწორედ ამას ადასტურებს.
ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი პრო-ამერიკელია.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ. ჟაირ ბოლსონარუს უფროსი შვილი მისი მრჩეველი და კონგრესმენია, კიდევ ერთი ვაჟი კი, - რიო დეჟანეიროს ქალაქის საბჭოს წვერი.