ცხინვალში მეოთხე რუსული საოკუპაციო ბაზის ნაწილები საბრძოლო წვრთნასა და სამხედრო მომზადებას გადიან. განცხადება ამის შესახებ რუსული საოკუპაციო ბაზის მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე ეფანოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"მეოთხე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო წვრთნასა და საბრძოლო მომზადებას ინტენსიურად გადის. სამხედრო წვრთნა "ძარცემის" პოლიგონზე მიმდინარეობს. აქვე ასევე მიდის სწავლება საბრძოლო ცეცხლის გახსნაში", _ აცხადებს ეფანოვი.