იაპონიაში, ნარას პარკში, ასობით ირემი ადამიანებთან ერთად ჰარმონიულად ცხოვრობს. მოქალაქეები პარკში ირმებს უშაქრო პროდუქტებით კვებავენ, რომლებიც პარკთან მიმდებარე მაღაზიებში შეფუთვის გარეშე იყიდება, თუმცა ხშირად, ტურისტები გარედან შემოტანილ საჭმელებს ირმებს შეფუთულ მდგომარეობაში უტოვებენ.
14 ირემს, რომლებიც ნარას პარკში მარტი - ივლისის თვეებში მოკვდა, სხვადასხვა დოზით პლასტმასი ჰქონდათ მიღებული. ნარას ირმების დაცვის ფონდი აცხადებს, რომ ციფრები საგანგაშოა.
ფონდის ინფორმაციით, ერთ-ერთ მკვდარ ირემს კუჭში 4,3 კილოგრამი პლასტმასი აღმოუჩინეს.
იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ცხოველები ტურისტების მიერ დატოვებული ნარჩენებიდან ახერხებენ პლასტმასის მიღებას, რომელიც მათ სიცოცხლეზე ფატალურად აისახება. აღსანიშნავია, რომ ირმებს ოთხად პარადირებული კუჭი აქვთ, რასაც პლასმასის გადამუშავება არ შეუძლია.
ნარას პარკის ირმები ქალაქის სიმბოლო და შინტოს რელიგიის წმინდა ცხოველებად მიიჩნევიან.
აღნიშნულ ფაქტს იაპონელი სამართალდამცავები შეისწავლიან.