საბერძნეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიციურმა „ახალი დემოკრატიული პარტიამ“ მოიპოვა.
„ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 39,8%-ის მოპოვება შეძლოა, ხოლო მმართველმა პარტიამ „სირიზამ“ – 31,5%.
პარტიის ლიდერმა და ახლა უკვე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ბერძენი ხალხის წინაშე პირობა დადო, რომ იგი ცვლილებების ახალ ტალღას მოიტანს ქვეყანაში და ამომრჩევლებს იმედებს არ გაუცრუებს.
საბერძნეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსის ციპრასმა მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი პარტია მაისში გამართლ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.
გუშინ, 8 ივლისს ჩატარებული ვადამდელი არჩევნები 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მეექვსე არჩევნებია, რომელიც საბერძნეთში ტარდება.