მაღალ იესო ქრისტეს გეფიცებით, ყველა წმინდა სალოცავს გეფიცებით, რომ არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას, - ამბობს „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
“მარტო ერთ კაცს, სანდრო ბრეგაძეს, რომ მომიწიოს თავის გაწირვა, თავის დადება, სულ მარტო რომ დავრჩე, ერთი კაცი რომ დავრჩე ქუჩაში, არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას. ჩემი შვილების სიცოცხლეს გეფიცებით, უფალ, მაღალ იესო ქრისტეს გეფიცებით, ყველა წმინდა სალოცავს გეფიცებით, რომ არ დავუშვებ გეი აღლუმის ჩატარებას”, - ამბობს ბრეგაძე
თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით ღირსების მარში 8 ივლისს ჩატარდება. მარში 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო გამო გადაიდო.