საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა.
ოპოზიციური ახალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი კირიაკოს მიცოტაკისი იმედოვნებს, რომ არჩევნებში მისი პარტია გაიმარჯვებს, რითაც დაასრულებს პარტია „სირიზას“ და პრემიერ-მინისტრს ალექსის ციპრასის მმართველობას.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი პარტია მაისში გამართლ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.
ვადამდელი არჩევნები 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მეექვსე არჩევნებია, რომელიც საბერძნეთში ტარდება.