ყოველწლიურად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი არქეოლოგიური ძეგლების, არამატერიალური მემკვიდრეობის და სხვა ფორმების მემკვიდრეობის სახით წარმოდგენილი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მხარდაჭერისთვის იკრიბება.
ყოველწლიურ კომიტეტზე მსჯელობენ ასევე ამა თუ იმ ძეგლის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისა თუ ამ ნუსხიდან ამოღების საკითხებზე.
წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შეიკრიბა.
კომიტეტის მუშაობა 10 ივლისამდე გაგრძელდება, თუმცა სესიაზე უკვე მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ახალი ძეგლები შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
ვათნაიოკულის ეროვნული პარკი, ისლანდია/Iceland's Vatnajökull National Park
ეს ვულკანური რეგიონი ფარავს ისლანდიის მთელი ტერიტორიის 14 %-ს. ეროვნულ პარკში, რომელიც განსაცვიფრებელი ლანდშაფტებითა და ფაუნით გამოირჩევა, უამრავი მყინვარწვერია. იგი ცნობილია ასევე ლავისგან შექმნილი ვულკანური მინდვრებით.
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია/French Austral Lands and Seas
„ოაზისი“ სამხრეთ ოკეანის (ინდოეთის ოკეანე) შუაგულში. კუნძულებზე ბინადრობენ მრავალი სახეობის ფრინველები, ზღვის ძუძუმწოვრები და საიმპერატორო პინგვინები.
ჯაიპური, ინდოეთი/Jaipur City in India
ცნობილი როგორც ვარდისფერი ქალაქი (Pink City), მდებარეობს ინდოეთში, რაჯასტანის შტატში. გამოირჩევა უნიკალური ნაგებობებით, საგულდაგულოდ შესრულებული ფასადებით.
დაარსდა 1727 წელს, მაჰარაჯა სავაი ჯაი სინგჰის მიერ.
უძველესი სამარხები იაპონიაში/Mounded Tombs of Ancient Japan
49 უძველესი სამარხი, რომელიც დათარიღებულია მე-3 მე-6 საუკუნეებით. მდებარეობს იაპონიაში, ოსაკას პრეფექტურაში. ყველა სამარხი განსხვავებული ზომისა და ფორმისაა. იქვე მდებარეობს იაპონიაში უდიდესი სამარხი, რომელიც იმპერატორ ნინტოკუს ეკუთვნის.
ბაბილონი, ერაყი/Babylon in Iraq
ბაბილონი ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი იყო, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად, ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში.
ბაგანი, მიანმარი/Bagan, Myanmar
მიანმარის ძველი დედაქალქის ულამაზესი ლანდშაფტის ფონზე განლაგებული ბუდისტური ტაძრები.
ქილების ხეივანი, ცენტრალური ლაოსი/Plain of Jars, Laos
არქეოლოგების ღრმა რწმენით, რკინის ხანის პერიოდში, ათასობით საიდუმლობით მოცულ ქვის ქვის ქილებს მიცვალებულთა სამარხებად იყენებდნენ.
🔹 ამავე თემაზე იხილეთ
იუნესკომ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო
იუნესკომ ბაბილონი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა