იტალიის კუნძულ სტრომბოლიზე ვულკანი ამოიფრქვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მსხვერპლი მთასვლელი იყო, რომელსაც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ქვა დაეცა.
იტალიაში, ვულკანის მოულოდნელი გააქტიურების გამო საზღვაო ძალებმა 70 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა, უმრავლესობა ტურისტია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე მსუბუქად დაშავდა“,- განაცხადა სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა იტალიურ Rai-სთან საუბარში.
სტრომბოლი ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძლია, რომელზეც ვულკანი მდებარეობს. ვულკანი ბოლოს 2002 წელს გააქტიურდა, რა დროსაც განადგურდა სახლები და დაიღუპა 6 ადამიანი. სტრომბოლიზე ამჟამად 500-მდე ადამიანი ცხოვრობს.