ხვალ, 12 ნოემბერს, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ქსნის ციხეში პატიმრებს მონახულებას გეგმავს. ამ ვიზიტის შესახებ მან ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქსნის ციხის #25, 25 და 26 საკნებში მყოფმა პატიმრებმა მასთან შეხვედრა მოინდომეს და აღნიშნული თხოვნა სახალხო დამცველს გადასცეს, როდესაც იგი იმყოფებოდა ქსნის ციხეში.
სახალხო დამცველი ქსნის ციხეში, დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც საკითხი სესიაზე თავად დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააყენა.
ლორთქიფანიძე იმედოვნებს, რომ მას ციხეში შესვლისათვის პრობლემები არ შეექმნება და იგი შეძლებს იმ პატიმრების მონახულებას, რომლებმაც მასთან შეხვედრა მოისურვეს.
აღსანიშნავია რომ მას ციხეში შესვლისათვის ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მისცეს და როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს სათანადო მოთხოვნა მას უკვე გაგზავნილი აქვს.