დღეს, 29 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, პირველად ქვეყნის ისტორიაში, გაიმართა გეი პრაიდი.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც საზოგადოება საკმაოდ კონსერვატიულად ითვლება, გეი პრაიდის მსვლელობას მთავრობის კაბინერის ზოგიერთი წევრი და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
სკოპიეში გაიმართა ასევე მცირერიცხოვანი კონტრაქცია, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირები.
სადღესასწაულო მსვლელობას, რომელიც სკოპიეს ქუჩებში გაიმართა, ესწრებოდნენ სტუმრები საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, სერბეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ჩრდილოეთ მაკედონიის პროევროპული მთავრობა მხარს უჭერს ქვეყანაში უმცირესობის უფლებების გაძლიერებას და განმტკიცებას.
მთავრობის მხრიდან მსვლელობას ესწრებოდნენ თავდაცვისა და შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრები.
„ჩვენ ვართ ამაყები, რომ აღვნიშნავთ, მხარს ვუჭერთ და ვმონაწილეობთ სკოპიეს მსვლელობას“, - აღნიშნა ჩრდილოეთ მაკედონიაში აშშ-ის საელჩომ.