"არ შემოვუშვებთ“ - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ახალი განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
გავრილოვმა “ინტერფაქსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ის "საქართველოს მოსალოცად აპირებს ჩამოსვლას".
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე გავრილოვის საკითხი არ აინტერესებს.
„საერთოდ გავრილოვი, ახლა, დღეს, არ მაინტერესებს, არის მეათეხარისხოვანი,“ - განაცხადა გახარიამ.