სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ფინანსთა მინისტრი მოსკოვში იმყოფება. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს აფხაზეთის ე. წ. საზოგადოებრივი პალატის გახსნაზე გააკეთა.
"აფხაზეთის ფინანსთა მინისტრი ამჟამად მოსკოვში იმყოფება და თავის რუს კოლეგებს ხვდება", _ განაცხადა ბაღაფშმა. მისი თქმით, ბესლან კუბრავა მოსკოვში აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ ფინანსური სახსრების გამოყოფის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს აწარმოებს.
"რუსეთს ჯერ არ გადმოურიცხავს შეღავათიანი კრედიტი აფხაზეთის ეროვნული ბანკისთვის 700 მილიონი რუბლის ოდენობით. ეს თანხა 10 წელზეა გათვლილი. ამ თანხიდან 400 მილიონი ქვეყნის საბანკო სისტემის ორგანიზაციაზე დაიხარჯება, 400 მილიონი კი ბიზნესის განვითარებისთვის "იაფ კრედიტებზე", _ განაცხადა ბაღაფშმა აღნიშნა, რომ დამატებით 2 მილიარდის ოდენობის კრედიტი უნდა გამოიყოს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისთვის.
"როგორც კი რესპუბლიკაში ეს თანხა შემოვა, რკინიგზის რეკონსტრუქციაც დაიწყება", _ დასძინა ბაღაფშმა.