კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოში რუსოფობიური ისტერიკა მეფობს, რომელიც რადიკალური ელმენტების მიერ ხელოვნურად არის შექმნილი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მთლიანობაში, სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში რუსოფობიური ისტერიკა მეფობს, ის შიგნიდან ხელოვნურად ძლიერდება რადიკალური ელემენტების მიერ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ სინანულის გამოთქმა შეგვიძლია", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.