ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს და ტელევიზიით საჯაროდ გახსნილი საწარმოების მიღმა უამრავი საწარმო იხურება.
ხუხაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი საწარმო იხსნება, ბევრი საწარმო არსებობას წყვეტს და უამრავი სამუშაო ადგილი იკარგება.
"ახალი საწარმოები რომ იხსნება, ეს კარგია და ყველას უხარია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ 50 სამუშაო ადგილის შექმნის პარალელურად ბევრად მეტი სამუშაო იკარგება და ბევრი საწარმო იხურება, მაგრამ ამას ტელევიზიით არ აჩვენებენ. ჩვენ ვცხოვრობთ ვირტუალურ რეალობაში, რომლითაც ადამიანებს ვერ დააპურებ და სოციალურ პრობლემებს ვერ მოუხსნი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გია ხუხაშვილმა.